მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქში მასობრივ სასაფლაოებზე 21 000-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული, ნანგრევების ქვეშ და დროებით პროზექტურებში ჯერ კიდევ ათასობით ცხედარი რჩება

მარიუპოლში რუსი აგრესორების დანაშაულის შედეგები გაცილებით მეტია, ვიდრე 22 000 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო „ტელეგრამზე“ იუწყება.

„ჩვენ შევაფასეთ, რომ მარიუპოლში 22 000 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ სულ უფრო მეტი ფაქტი აჩვენებს, რომ რაშისტების დანაშაულის შედეგები გაცილებით უარესია. ეს მოითხოვს მსოფლიო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას“, – აცხადებს მერი.

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ, სპონტანურ სასაფლაოებსა და დროებით პროზექტურებში, ჯერ კიდევ ათასობით ცხედარი რჩება.

„აპრილის შუა რიცხვებიდან დამპყრობლებმა, საერთო ჯამში, მასობრივ საფლავებში მარიუპოლის მინიმუმ 16 000 მცხოვრები დაკრძალეს. მანამდე, მარტის შუა რიცხვებამდე, 5 000 ადამიანი იყო დაკრძალული. ნანგრევების ქვეშ, სპონტანურ სასაფლაოებსა და დროებით პროზექტურებში, ჯერ კიდევ ათასობით ცხედარი რჩება,“- აღნიშნა ქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაში“ემპათიას” ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან დღეს საღამოს, ან ხვალ დილით შევლენ – ადვოკატი
შემდეგი სტატიასაქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ – იოსელიანი