მარიუპოლის მერი – რუსებმა გვთხოვეს, მიგვეცა რუკა, საიდან დაიწყებოდა მოსახლეობის ევაკუაცია – ჩვენ მათ რუკა მივეცით, ამის შემდეგ კი გაანადგურეს ყველა ის ადგილი და ჩვენი ყველა ავტობუსი

მარიუპოლში მყოფი ადამიანების სიცოცხლე ვლადიმერ პუტინის ხელშია, – ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა ძირი გამოუთხარა ევაკუაციის პროცესს, რომელიც მათ მარტის პირველ დღეებში დაიწყეს.

„მათ გვთხოვეს, მიგვეცა რუკა, საიდან დაიწყებოდა ევაკუაცია – ჩვენ მათ რუკა მივეცით. გვკითხეს, რამდენი ავტობუსი გვყავდა, ავტობუსების რაოდენობა ვუთხარით. ამის შემდეგ მათ გაანადგურეს და დაანგრიეს ყველა ის ადგილი და გაანადგურეს ჩვენი ავტობუსები,“ – აღნიშნა მერმა.

მისი თქმით, ქალაქში ჯერ კიდევ 100 000 ადამიანია ჩარჩენილი და „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში მყოფი ჯარისკაცები დანებებას არ აპირებენ.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც იქ იმყოფებიან, მხოლოდ ერთი ადამიანის – ვლადიმერ პუტინის ხელშია,“ – აღნიშნა ვადიმ ბოიჩენკომ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანაში
შემდეგი სტატიაუკრაინის ვიცე-პრემიერი – უკრაინაში დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ იხსნება