მარიუპოლის მერი მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მოსახლეობას საშუალება ექნება, საევაკუაციო ავტობუსებში ტაგანროგსკაიას ქუჩაზე, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანასთან და „შევჩენკოს ბულვართან“ ჩასხდნენ.

„ამ გრძელი და წარმოუდგენლად მძიმე დღეების განმავლობაში თქვენ არაადამიანურ პირობებში ყოფნა მოგიწიათ. იმყოფებოდით საინფორმაციო ვაკუუმში და არ გქონდათ წვდომა არანაირ ინფორმაციაზე,“ – მიმართა მერმა მოქალაქეებს.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა აღდგენის გზები განვიხილეთ – კულება
შემდეგი სტატიაგული მწყდება როცა ვხედავ, რომ მსგავსი რამ ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს ევროპაში. ომის დანაშაულები არ შეიძლება იყოს დაუსჯელი – ბელგიის პრემიერ-მინისტრი