მარიუპოლის მერი – ბერდიანსკის სიახლოვეს, მარიუპოლის 2000-მდე მცხოვრები ევაკუაციას ელის, რომელსაც ოკუპანტები ხელს უშლიან

ბერდიანსკის სიახლოვეს, მარიუპოლის 2000 -მდე მცხოვრები ევაკუაციას ელის, რომელსაც ოკუპანტები ხელს უშლიან. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებს.

„ჩვენ ველოდით, რომ ბერდიანსკის სიახლოვეს ევაკუაცია განხორციელდებოდა. იქ დღეს მარიუპოლის 2000-მდე მცხოვრები იცდის, რომლებმაც ქალაქი დატოვეს და ბერდიანსკამდე მიაღწიეს. ისინი უკვე 2 კვირაა ელოდებიან ევაკუაციას და ჩვენ გამოვაცხადეთ მისი დაწყება, მაგრამ მტრული რუსული ჯარები ანადგურებენ ჩვენს გეგმებს, არ აძლევენ მარიუპოლელებს უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიამდე მისვლის შესაძლებლობას“, – განაცხადა ბოიჩენკომ.

მისივე თქმით, ჯამში, მარიუპოლში რჩება 100 ათასზე მეტი მცხოვრები, რომლებიც ასევე ელიან ევაკუაციას. ბოიჩენკოს ინფორმაციით, 200-ზე მეტი ადამიანი თავს აფარებს „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანას.

„გუშინ ევაკუაციის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო თავდასხმა „აზოვსტალზე“, მაშინვე წავიდნენ ტანკები, მძიმე არტილერია, წავიდნენ გემები და დაიწყო დიდი „გამათავისუფლებელი ოპერაცია“,- განაცხადა მერმა.

banner
წინა სტატიაშიიმისთვის, რომ ცილა მიიღოს, საზღვარგარეთ გადაყვანა არაა საჭირო – ამილახვარი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიასლოვაკეთს სურს, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, მასზე გამონაკლისი გავრცელდეს