მარიუპოლის 10 ათასზე მეტი მცხოვრები ფილტრაციის ბანაკებში იმყოფება – ბოიჩენკო

მარიუპოლის 10 ათასზე მეტი მცხოვრები ფილტრაციის ბანაკებში იმყოფება, – ამის შესახებ უკრაინის ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთ ამ ბანაკში დარჩენილთაგან უმეტესობა მამაკაცია, რასაც ბოიჩენკო ჯარში შესაძლო გაწვევას უკავშირებს.

მისივე ინფორმაციით, ბანაკებში იმყოფებიან საჯარო მოხელეები და მუნიციპალური მუშები, გარდა ამისა, მათ არ აქვთ წვდომა ნორმალურ სამედიცინო დახმარებაზე.

მსგავს ფილტრაციის ბანაკებს რუსეთი, ჩეჩნეთის ომების დროსა იყენებდა, საიდანაც FSB-ს აგენტების დაქირავება შეეძლო.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება
შემდეგი სტატიაინოვაცია ქართულ მეღვინეობაში – თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით მოძრავი ქარხანა დაფინანსდა