მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო – კირილენკო

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო Telegram-ზე წერს, რომ ავტობუსების კოლონა მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში გაემგზავრება.

პროცესს გარო და “წითელი ჯვარი” ხელმძღვანელობს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, კოლონა გაჩერდება ტოკმაკში, ვასილივკასა და ლუნაჩარსკეში, რათა გზაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აიყვანოს. კირილენკომ აღნიშნა, რომ ტომაკიდან კოლონას კერძო მანქანები შეუერთდებიან.

მას არ დაუკონკრეტებია, არიან თუ არა ევაკუირებულებს შორის “აზოვსტალის” ქარხანაში მყოფებიც. ასევე უცნობია, რამდენი ადამიანის გადაყვანა ხდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ევაკუაციის დერეფნების გამოყენებით ალყაში მოქცეული აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან და მარიუპოლის მიმდებარე ტერიტორიებიდან ზაპოროჟიეში 156 ადამიანი გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო, ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია