მარიუპოლი შეიძლება, გახდეს „წითელი ხაზი“ რუსეთთან მოლაპარაკებებში – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ვითარება ალყაში მოქცეულ მარიუპოლში შეიძლება გახდეს „წითელი ხაზი“ რუსეთთან მოლაპარაკებებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა „საშინელება“ უწოდა იმას, რაც ქალაქში ხდება.

„რუსეთთან მოლაპარაკებებში მარიუპოლი შეიძლება, აღმოჩნდეს წითელი ხაზი“, – აღნიშნა კულებამ.

მან დასძინა, რომ ბოლო დროს უკრაინასა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე დიპლომატიური კონტაქტები არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ჯარებმა დაბომბეს ლუგანსკის რეგიონის ცენტრი – ორი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა
შემდეგი სტატიაითხვისის მაღაროში ერთი პირი დაიღუპა