მარიუპოლი არ დაცემულა – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარიუპოლი არ დაცემულა და ის რუსეთს მთლიანად არ აუღია.

როგორც ბაიდენმა ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ უკრაინას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ახალი ტიპის შეიარაღებას გაუგზავნის.

„ახალა ლაპარაკის დრო არ არის, დახმარების დროა. კიევისთვის ბრძოლა, რომელიც შედგა დაახლოებით ერთი თვის წინ, ის იყო უკრაინის ისტორიული გამარჯვება, ის მოხდა მათ შორის ჩვენი და ნატოს ალიანის დახმარების შედეგად. ახლა ომის ახალი ეტაპია და მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ახალი ტიპის შეიარაღება უნდა მივაწოდოთ. უკრაინა არასდროს არ დაემორჩილება ოკუპაციას, აგრესიას – მათ ეს აჩვენეს. უკრაინისთვის 500 მილიონიანი ეკონომიკური დახმარება იქნება აღმოჩენილი. მზად ვართ ამერიკაშიც მივიღოთ უკრაინელი ლტოლვილები.

განვიხილეთ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ავკრძალავთ ამერიკაში რუსული გემების შემოსვლას. ვერცერთი რუსული გემი ვერ შემოვა ამერიკის შეერთებული შტატების პორტში“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ამასთან, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ აუცილებელია ეკონომიკური ზეწოლის განხორციელება რუსეთზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინის გადაწყვეტილებას დაეწყო ომი, დიდი შეცდომა უწოდა.

არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, აქ ბევრი რამ წყდება ბრძოლის ველზე. პრეზიდენტი ზელენსკი და დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩება უკრაინის სათავეში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას დაზვერვის კუთხითაც. პუტინმა დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც დაიწყო ეს ომი და არასოდეს არ შეეგუება ცივილიზებული სამყარო ამას. მარიუპოლში აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა. მარიუპოლი არ დაცემულა და ის რუსეთს არ აუღია მთლიანად“, – დასძენს ჯო ბაიდენი.

banner
წინა სტატიაში„ნატოსთან კონსულტაციის გარეშე“ – ჯონსონი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯს გადადგამს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეა -NDI