გემების მონიტორინგის ორგანიზაციის Marine Traffic-ის ინფორმაციით, პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა ,,Karachi” ჰორმუზის სრუტეში გაიარა.
მათივე თქმით, ნავთობტანკერის მიერ ჰორმუზის სრუტის დატოვება იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია, საომარი მოქმედებების ფონზე ყურე უსაფრთხოდ დატოვოს.
მათივე თქმით, ხომალდი Karachi პირველია, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში გავლა შეძლო. ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ გემი სრუტის ირანის მხარეს მიცურავდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა აჩვენებს, რომ ირანი ზოგიერთი ქვეყნის გემს უსაფრთხოდ გადაადგილების უფლებას აძლევს.
ცნობისთვის, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანში იერიშების დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედი გადადის, დაკეტელია.















