“მიმდინარე რეფორმა, რომელიც გამოცხადებული იყო ჯერ კიდევ დეკემბერში, წარმოადგენს სრულ აბსურდსა და ნონსენსს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი“ ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს. ასეთი, რომ არსებულიყო ამის მაგალითს ირაკლი კობახიძე აუცილებლად მოიყვანდა. შესაბამისად, ეს არის ქართული ნოუჰაუ, რომლის ავტორი გახლავთ კობახიძე. აქედან გამომდინარე, ეს გაზრდის თუ არა განათლების ხარისხს, ჩემი პასუხი გახლავთ ის, რომ მსოფლიო პრაქტიკამ არ იცის ასეთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც მიმართულია განათლების ხარისხის ზრდაზე. ამასთან, ეს არის საღ აზრთან წინააღმდეგობას და წარმოადგენს სრულიად გაუგებარ, ირაციონალურ აზრს.
კობახიძე ამბობს, რომ მას უნდა ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ ისეთი დონის განათლება, როგორიც არის საერთაშორისო რეიტინგებში მყოფ უნივერსიტეტებში. ამ წუთას საქართველოდან 3 უნივერსიტეტი არის, მათ შორის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აკადემიურ სფეროში აღიარებული სისტემაში ყველაზე წინ არის წასული. ჩემი შეკითხვაა, რას ეფუძნება ირაკლი კობახიძის მიერ შემოთავაზებული რეფორმა, რომ ამით ის ქართულ სტუდენტებს მისცემს საშუალებას მიიღოს უკეთესი განათლება, რაც ამჟამად ისედაც გვაქვს, იმით რომ ის საბოლოოდ ანგრევს ან შლის იმ უნივერსიტეტს, რომელსაც ამ წუთას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ამრიგად, კობახიძის ნათქვამი არანაირ კავშირში არ არის საქართველოსთან არსებულ რეალობასთან. ის უბრალოდ ახორციელებს უმაღლესი განათლების საწინააღმდეგოდ მიმართულ რეფორმას, რომელსაც მოჰყვება უნივერსიტეტების ნგრევა და განათლების ხარისხის დაცემა მთელ საქართველოში“-თქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში
















