მარინა კალიურანდი – საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა, – ამის შესახებ ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

„ყველა პოლიტიკურ აქტორს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციისა და დანიელსონის მედიიაციის საშუალებით რეალური კომპრომისის გამონახვისკენ მოვუწოდე,“ – წერს ევროპარლამენტარი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე დღეს ილია მეორეს შეხვდება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა