მარინა კალიურანდი – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ სამარცხვინო კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება“.

ამის შესახებ კალიურანდი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ სამარცხვინო კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. ლუკაშენკო ძალისმიერ გზით მოხვდა ხელისუფლებაში 09/08/2020-დან არჩევნების გაყალბების შედეგად. ბელარუსიდან გახიზნული პირები, რომლებმაც უსაფრთხო თავშესაფრი იპოვეს საქართველოში, უნდა იყვნენ სრულად დაცულები“, – წერს მარინა კალიურანდი.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს ასეულობით საწოლი გადასცა, რომლებიც დიღომსა და სამგორში განთავსდა
შემდეგი სტატიაბოკერიას განმარტებით, 300-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში, არსებობს წინასწარი შეთანხმება ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე