მარინა კალიურანდი – მადლობას ვუხდი საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის

მადლობას ვუხდი საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

ევროპარლამენტის წევრი ამბობს, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მსგავსი გზით უნდა გააგრძელონ სიარული.

„მივესალმები აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, აგრეთვე სომხეთის მიერ აღდამის რეგიონში ნაღმების რუკების გადაცემას. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ ეს გზა“, – თქვა მარინა კალიურანდმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება ყოველ ხუთ წელში იქნება
შემდეგი სტატიადეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის 76 ხმის ნაცვლად 90 ხმა იქნება საჭირო