მარინა კალიურანდი : კოლეგებს მოვუწოდებ, ვიყოთ თავშეკავებული, სამართლიანი, გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და გვახსოვდეს, რომ საქართველოს არჩევანი ევროპული გზაა

admin
ავტ.: admin მაისი 19, 2020 13:45

მარინა კალიურანდი : კოლეგებს მოვუწოდებ, ვიყოთ თავშეკავებული, სამართლიანი, გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და გვახსოვდეს, რომ საქართველოს არჩევანი ევროპული გზაა

პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება ამსუბუქებს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ დაძაბულობას, მოვუწოდებ ყველა პარტიას, გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა არჩევნების წინა თვეებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალირანდმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მარინა კალიურანდმა ხელისუფლებასა და ოპოზიცურ პარტიებს შორის 8 მარტის შეთანხმებაზეც ისაუბრა.

„გუშინ ვესაუბრე ქართველ კოლეგას, დავით სონღულაშვილს, რომელმაც დამარწმუნა, რომ დისკუსია განახლდება, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება.

პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას პოზიტიურ ნაბიჯად ვაფასებ, რაც ამსუბუქებს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ დაძაბულობას და მოვუწოდებ ყველა პარტიას, ოპოზიციის ჩათვლით, რომ გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა არჩევნების წინა თვეებში.

ორივე პარლამენტში ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ვიყოთ თავშეკავებული, გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და ვიყოთ სამართლიანები. გვახსოვდეს, რომ საქართველოს არჩევანი ევროპული გზაა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა განცხადება, რომელიც კეთდება, იყოს გადამოწმებული. კოლეგებს ამისკენ მოვუწოდებ, რომ გადავამოწმოთ ფაქტები, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით. თუ ვაკეთებთ პერსონალურ განცხადებებს, დავაკონკრეტოთ, რომ ეს არის პერსონალური განცხადებები“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მარინა კალიურანდმა საქართველოში რეფორმებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ქვეყანამ კარგად გაართვა თავი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლას.

„საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა. რა თქმა უნდა, ზოგიერთ სფეროში ჯერ კიდევ არის ხარვეზები, როგორიცაა შრომითი კანონმდებლობა, გარემოს დაცვა, დაუცველი ჯგუფების დისკრიმანციის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე სიმართლეა, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, სადაც კანონის უზენაესობა უნდა გამყარდეს, მაგრამ მოდით, შევხედოთ უფრო ფართო სურათს, წლების განმავლობაში საქართველო იკავებდა განსაკუთრებულ ადგილს აღმოსავლეთ პარტნიორებში და მე გთავაზობთ, რომ შემდეგში ფოკუსირებული ვიყოთ, დავაჩქაროთ ბაზრის ინტეგრაცია, რაც დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.

საქართველომ კარგად გაართვი თავი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლას. 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ არ დაუშვეს ის, რაც ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

admin
ავტ.: admin მაისი 19, 2020 13:45

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics