მარინა კალიურანდი: ეს არის დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი

საპარლამენტო ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გამოეხმაურა.

„მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას. ეს არის დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე და ველი მომავალ მსჯელობებს, როგორც კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება“, – წერს Twitter-ზე ესტონელი ევროპარლამენტარი.

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: არც ერთი ნაბიჯი უკან, არავითარი თავდახრა, ყველას ვაჩვენებთ საპარლამენტო არჩევნებზე, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“
შემდეგი სტატიამივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას