მარინა ეზუგბაიას განცხადებით საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ორი ბოლნისს უკავშირდება.

მისივე თქმით, რვავე პაციენტი მათ ცენტრშია მოთავსებული.

საერთო ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოშო კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ-ცენტრებში კი ჯამში – 158.

„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, დილამდე შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევა და ერთი სწრაფი ტესტით დადასტურებული, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს, დღეს ცხვირ-ხახის ნაცხი გაკეთდება და „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდება“, -აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, რვა ახალ შემთხვევაში რისკ-ჯგუფში შემავალი პირები არ არიან.

„ამ რვა ახალ შემთხვევაში ხანდაზმულები არ არიან, არის ერთი 16 წლის მოზარდი“,- დასძინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ში აშშ-ის ელჩი -სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი
შემდეგი სტატიაფოთის ცხელების ცენტრში COVID 19-ის სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს შორის სამი ჩვილია