მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელსაც დაუდასტურდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელს კლინიკური სიმპტომები აღენიშნება.

აქედან გამოდმინარე, ეზუგბაია ვარაუდობს, რომ კორონავირუსი მასაც დაუდასტურდება,

„გუშინ შემოვიდა ოთხი ახალი შემთხვევა, მათ შორის ერთი იცით ბათუმიდან მოდიოდა, მოზარდი თავის მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს, მშობელს დადასტურებული არ აქვს, მაგრამ უკვე მასაც კლინიკა აქვს და ასევე დაუდასტურდება“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მშობელთან ერთად ბათუმიდან გუშინ გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიპირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვცდილობთ, პირველ რიგში უზრუნველვყოთ ის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ვირუსთან ბრძოლაში
შემდეგი სტატიაოთხი ახალი პაციენტიდან სამს მოგზაურობის ისტორია აქვს,მეოთხეს ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის