მარინა ეზუგბაია : უნდა დავიცვათ არსებული რეგულაციები, რადგან კოვიდი არსად გამქრალა

თბილისის ინფექციური საავამდყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდი ჯერ დამარცხებული არ არის და მოქალაქეებმა ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ.

ეზუგბაიას განმარტებით, თუ მოსახლეობა არსებულ რეგულაციებს დაემორჩილება, შიდა გავრცელების შემთხვევები საფრთხის შემცველი აღარ იქნება.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ კოვიდმა დატოვა საქართველო და მარტო შემოტანილი შემთხვევებია. სულ ამას ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ „კოვიდ-19“-თან ერთად ცხოვრება. უნდა შევასრულოთ არსებული რეგულაციები, რადგან კოვიდი არსად წასულა, არ გამქრალა. ქვეყანაში მაქსიმალურად კონტროლდება ყველაფერი. ამიტომ, ყველა შემთხვევის წყაროს მოძიება და ყველას კონტაქტის მოძიება, ყველას იზოლაცია და საკარანტინო ზონებში გადაყვანა ხდება.

თანდათანობით, კვლევით ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ხდება მათი სტაციონარში გადაყვანა, თუ არადა ეს ადამიანები ყოფით ცხოვრებაში ბრუნდებიან. ამის გამო ჩვენთან ყველაფერი ისეა მოწესრიგებული, თითქოს არ გვყავს კოვიდ ინფიცირებულები, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ არ გვყავდეს? უნდა გავაგრძელოთ რეგულაციები, დისტანცირება, პირბადეების გამოყენება, ხელის ჰიგიენა. ეს უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების წესი და ამ წესის შედეგად ყველა ჩვენი ახლობელი, ჩვენ დაცულები ვიქნებით.

შიდა გავრცელების ერთეული შემთხვევები თუ იქნება, ეს აღარ იქნება რისკის შემცველი დანარჩენი ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე, ნუ შევშფოთდებით, რომ არის ასეთი ერთეული შემთხვევები, ესენი დაძლეული იქნება ყოველთვის. ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი. თუ ყველა საკუთარ თავს დავიცავთ, ასეთი შემთხვევები ნაკლები იქნება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისოფელ ძველ სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 33 წლის მამაკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატია“ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას საქართველომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს შორის