მარინა ეზუგბაია : თუ ეს პიკური მონაცემებია, ცუდი არ არის, ასე გაგრძელების შემთხვევაში ზომიერ, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პიკური პერიოდი ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელების გამოცხადებიდან დაახლოებით 7-8 კვირის შემდეგ მიიჩნევა.

ეზუგბაიას თქმით, ახლა სწორედ ამ პერიოდს ვუახლოვდებით და კარგი იქნება, თუ ქვეყანა ინფიცირებულთა რიცხვის ზომიერი მატების შენარჩუნებას შეძლებს.

მარინა ეზუგბაია ფიქრობს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში პიკური მონაცემები ცუდი არ არის.

„შიდა გავრცელების გამოცხადების დღიდან 7-8 კვირა არის ის, რაც პიკს აღწევს და თუ არ ვცდები, დაახლოებით ამ პერიოდში შევდივართ. აპრილის პირველ კვირას გამოცხადდა შიდა გავრცელება და თუ ასე შევინარჩუნებთ, არ იქნება ცუდი. თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, არ არის ცუდი. ასე თუ გაგრძელდება, შევინარჩუნებთ ზომიერ, კონტროლირებად მატებას და ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა კი 539 შეადგინა. აქედან ქვეყნის მასშტაბით 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში 24 პაციენტი გამოიკვლიეს, 23-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ერთის კვლევა კი გრძელდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა