მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი შემთხვევა არ არის, – ასე გამოეხმაურა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლემაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 728 პაციენტს.

„აქ ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტება ერთია, ქვეყნაში არის 728 დადასტურებული შემთხვევა. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა აზრი აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა. ამას კომენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიტროტილით ააფეთქეს შენობა, სადაც ლიბერთი ბანკის ბანკომატი იყო განთავსებული
შემდეგი სტატიარომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ