მარინა ეზუგბაია : საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, სულ ჯამში საქართველოში ამ ეტაპზე 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„დაგვემატა ერთი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელმაც გუშნ დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენს კლინიკას უკვე ყავს 19 გამოჯანმრთელებული პაციენტი, სამი არის საჩხერეში. ჯამში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 22 პირია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის ​კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

banner
წინა სტატიაშიგაგრაში მედპერსონალმა პაციენტები მიატოვა და საავადმყოფოდან გაიქცა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევა ცნობილი პაციენტების კონტაქტებია