მარინა ეზუგბაია : საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ათი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, ხუთი შემოტანილია, კიდევ ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონში ჩატარებული გაფართოებული კვლევისას გამოვლინდა, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

„24 ახალი შემთხვევიდან ხუთი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. ხუთი შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქტებია, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონის კვლევისას დადასტურდა. ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხდება კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 188 პაციენტი მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
შემდეგი სტატიაინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 28 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება