მარინა ეზუგბაია : საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების პირველწყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია და ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„ექვსი შემთხვევიდან ერთი არის საკარანტინო სივრიციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტიებული შემთხვევა, ერთი არის სამედიცო პერსონალი და ოთხი პაციენტის წყაროს დადგენაც გრძელდება. პირველ წყარო ოთხ შემთხვევასთან არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევა. იმედია, წყარო მოიძებნება“,- განაცხად ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ექვსი ახალი პაციენტიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული. საუბარია ასაკოვან ქალზე.

„ჩვენთან მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა მოხვდა. ჩემთან მოხვედრილი პაციენტი ძირითადად სახლში იყო. არის ასაკოვანი ქალბატონი.„ცხელების ცენტრში“ დაუდასტურდა მას დიაგნოზი და ჩვენთან გადმოიყვანეს“,- განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრბში 121 პაციენტი მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი : პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებაზე რეგულაცია დროებითი ღონისძიებაა და ამ ეტაპზე 15 ივლისამდე იმოქმედებს