მარინა ეზუგბაია : ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა ხუთი პაციენტი , ოთხი მოზარდია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი მათ ცენტრშია მოათავსებული.

ეზუგბაიას თქმით, მათგან ხუთი ე.წ. ქობულეთის კლატსერიდანაა.

მისივე განმარტებით, ახალი პაციენტებიდან ოთხი მოზარდია.

„ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ექვსი ახალი პაციენტი დაგვემატა. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა ხუთი პაციენტი, აქ ერთი მოზრდილია, ოთხი მოზარდია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია, იმედია ,ასე გაგრძელდება. ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერდიან, სულ ორი კლსატერია, ერთი ქობულეთი, მეორე კლასტერი ჩემთვიას უცნობია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიფოთში ორი მამაკაცი დაშავდა სახლის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილის კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 13 წლის მოზარდი დატოვებს