მარინა ეზუგბაია : მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს ის, რომ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, კვლავ უნდა დავიცვათ წესები და სოციალური დისტანცია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მოდუნების საშუალებას არ იძლევა ის ფაქტი, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევის არ დაფიქსირებულა.

ეზუგბაიას თქმით, მოსახლეობამ კვლავ უნდა დაიცვას წესები.

„გუშინ იყო 879, ახალი შემთხვევა არ გვყავს, კვლავ გვრჩება 879 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, 20 გამოჯანმრთელებული გვყავს გუშინდელის შემდეგ, 704 იყო და ახლა 724-ს შეადგენს.

ახალი შემთხვევის არ ქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ჩვენ ისევ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, რიგორც ვცხოვრობთ, რეგულაციებით. არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, კვლავ რჩება სოციალური დისტანცირებისა და პირადი დაცვის საშუალებების საკითხი“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 141 პაციენტი მკურნალობს.

26 თებერვლის შემდეგ პირველად, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
შემდეგი სტატიაივანე კაჭარავას ქუჩის მონაკვეთზე გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს