მარინა ეზუგბაია : კორონავირუსზე კიდევ ცხრა პაციენტის ტესტის პასუხს ველოდებით

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსზე ტესტი გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა და მხოლოდ ერთი დადებითი პასუხი მიიღეს.

მისივე თქმით, კიდევ ცხრა პაციენტის შემთხვევაში, რომლებსაც სინჯები დილით აუღეს, პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„გუშინ, 21 პაციენტთან ჩატარდა კვლევა და მხოლოდ ერთთან დადგა დადებითი შედეგი. დღეს დილით აღებულია ცხრა პაციენტზე სინჯები და დღის ბოლოს გვეცოდინება პასუხები. გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა ზოგადად შეიცვალა, აქამდე მოცემული იყო ორი კვირა და გახანგრძლივდა სამ კვირამდე, ამიტომ აღარ ვჩქარობთ რიგით მეორე და მესამე პაციენტთან ტესტირებას და სამი კვირის თავზე ჩატარდება კორონავირუსზე ტესტი, შემდეგ კი ხელმეორედ გავუკეთებთ ანალიზს“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშისაირმის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 100 მოქალაქე იმყოფება
შემდეგი სტატიასაკარანტინო ზონიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი გადაიყვანეს