მარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებულთა ზომიერი, კონტროლირებადი მატება შემთხვევითი არაა, ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის განსაკუთრებული მუშაობის შედეგია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების ზომიერი, კონტროლირებადი მატება შემთხვევითი არ არის და ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კარგი მუშაობის შედეგია.

„ჩვენი ქვეყნის დაავადებათა კონტროლი არის საუკეთესო სამსახური, რომელმაც დღემდე მოიყვანა ქვეყანა ისე, რომ ზომიერი, კონტროლირებადია დაავადებების მატება და ეს შემთხვევითი არ არის, ეს არის ამ სამსახურის განსაკუთრებული მუშაობის შედეგი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ ისაუბრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დღევანდელ მონაცემებზე და აღნიშნა, რომ ინფექციურში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს, კლინიკას ერთი ახალი გამოჯანმრთელებული ჰყავს.

„რვა ახალი შემთხვევიდან არც ერთი ჩემს ცენტრში არ მოთავსებულა. ძველი პაციენტებიდან ერთი გამოჯანმრთელა. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრს ჰყავს 40 დადასტურებული შემთხვევვა.

კვლავ გვყავს ერთი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია. უკვე მეორე დღეა, პროგრესირება აღარ შეიმჩნევა. აქედან გამომდინარე, ალბათ მალე გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყება. დანარჩენი შემთხვევები საშუალო და მსუბუქია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ოპონენტების პოპულისტურ განცხადებებს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ
შემდეგი სტატიაკოვზანაძე ბიუროკრატიულ ხარჯებზე:შემცირება თითქმის ყველა სამინისტროს შეეხო