მარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზაუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, მათგან ოთხი თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში მკურნალობს.

„ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირებული 97 პაციენტიდან ექვსი პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მათ შორის კრიტიკულად შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენთან, ამ პანციენტებიდან ოთხი მძიმე ავადმყოფი გვრჩება. ორის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ გუშინ აღვნიშნეთ, რომ დასტაბილურდა. კიდევ თავს ვიკავებთ ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რადგან დღეს იქნება მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასებისთვის. როგორც სუბიექტურ-ობიექტური ისე ლაბორატორიული მონაცემებით, თუ დღევანდელ დღესაც მათი მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ და გამოჯანმრთელების პროგნოზირება შესაძლებელი იქნება“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის მქონე სამი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 10 საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა