მარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა.

„გვრჩება ოთხი მძიმე პაციენტი, თუმცა ამ ოთხი მძიმედან ერთის მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილიზირებულია და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება მძიმე, კრიტიკული. დანარჩენ შემთხვევებში ჯერჯერობით მდგომაროება უცვლელია. დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული ამ პაციენტებთან მუდმივი სტაბილური სიტუაცია. ამიტომ მათი პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძალიან ძნელია ვიდრე არ მიიღება მძიმე მდგომარეობის სტაბილიზირება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა ჩერდება
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა