მარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდებისა და ცხრა თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ ჰყავს.

ამ დროისთვის მათ ცენტრში 44 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

„ჩვენთან ახალი შემთხვევები არ წევს. ამ ეტაპზე 44 კოვიდ დადებითი პაციენტი გვიწევს, აქედან ორი არის პრობლემური პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მაინც ჯერ პროგროზირება შეუძლებელია, დაკვირვებას საჭიროებენ. ამ 44-დან 14 მძიმე პნევმონიითაა, მაგრამ ეს პაციენტები მართვას ექვემდებარებიან და მათთან პროგრესირება არ გვაქვს“ ,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, დამაკმაყოფილებელია შვიდი მოზარდის მდგომარეობაც.

„შვიდი მოზარდის მდგომარეობა ასევე დამაკმაყოფილებელია. ველოდებით შესაბამისი დღეების გასვლას, რომ მათ გამოჯანმრთელების პისიარ ტესტი ჩავუტაროთ. გუშინ შემოსულ ერთ საეჭვო პაციენტთან პასუხი უარყოფითია“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის ცხრა თვის ბავშვს ჩივილები არ აქვს და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ცხრა თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს, ჯერჯერობით სტაბილური სიტუაციაა, ველოდებით ორი კვირის გასვლას, რომ მათთანაც განმეორებით დავიწყოთ ტესტირებაზე მონიტორინგი“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 182 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ​კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა