მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მისი განმარტებით, განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთმა პაციენტმა კლინიკა გუშინ უკვე დატოვა, ერთი კი საავადმყოფოდან დღეს გაეწერება.

„დავიწყებ სასიამოვნო ინფორმაციით, გუშინ გითხარით, რომ მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტზე განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა პაციენტმა გუშინ უკვე დატოვა ჩვენი დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვთქვათ, რომ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ უწყებებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების კონტროლი დაავალა
შემდეგი სტატიაზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში მორწმუნეებს ეპარქიის წარმომადგენლებმა დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს