მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ე.წ. ამერიკის კლასტერიდანაა

„ხუთივე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსულები იყვნენ და თვითიზილაციაში იმყოფებოდნენ. სხვადახვა დროს ჩამოვიდნენ, ზოგი 7-ში, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება ტემპერატურის და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომის სახით, მაშინვე მოგვაკითხეს. ნაწილის დადასტურება მოხდა გუშინ, დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან, ნაწილის დადასტურება კი დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან. გუშინ 24 საათის განმავლობაში ჩვენთან დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ხუთთან მივიღეთ დადასტურებული. ისინი ჩვენს ცენტრში არიან და მკურნალობენ“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 66 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ცხრა გამოჯანმრთელებულია.

banner
წინა სტატიაშითამაზ ნავერიანი მარნეულელებს მიმათავს
შემდეგი სტატიათიბისი ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა