მარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა ახალი პაციენტიდან ორი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ერთის წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ორი არსებული პაციენტის კონტაქტებს წარმოადგენს, ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, რომელთა შორის სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, კიდევ ერთხი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროს მოძიება კი მიმდინარეობს.

„გუშინ გვქონდა 879 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა ცხრა ახალი და ამჟამად არის 888. გამოჯანმრთელებული შვიდია და საერთო რიცხვი 731-ს შეადგენს. ცხრა ახალი შემთხვევიდან ორი დაავადებულთან კონტაქტია, ექვსი საკარანტინო სივრციდანაა და ყველა შემოტანილი შემთხვევაა. აღნიშნული ექვსიდან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება“,- განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 7-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 28 პაციენტი რჩება, ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა