მარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის ექვსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული რვა ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი კი შემოტანილი შემთხვევაა.

ეზუგბაიას განმარტებით, ახალ ინფიცირებულებს შორის ექვსი ტრაილერის მძღოლია.

„რვა პაციენტიდან, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი შვიდი ყველა შემოტანილი შემთხვევაა. ექვსი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი არის ჩვეულებრივი მოქალაქე“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციიით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 87 პროცენტი შეადგინა.

„გუშინდელი მონაცემებით იყო 931, გაიზარდა რვით და ამ ეტაპზე გვყავს 939 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი კარგად გაზიარდა, 22 გამოჯანმრთელებული დაემატა. იყო 795 და ამჟამად გვაქვს 817“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : 1 ივლისიდან ხელფასები გაეზარდათ პოლიციელებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებს და სოციალური აგენტებს
შემდეგი სტატიააბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, გარკვეულ პირობებში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც