მარინა ეზუგბაია : კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვის მშობელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელია.

მისი თქმით, დღეს ტესტი 14-მდე პაციენტს ჩაუტარდა და კოვიდ19 მხოლოდ მოზარდის მშობელს დაუდასტურდა.

„ერთი ახალი შემატებული პაციენტი ათი წლის მოზარდის მშობელია, რომელსაც დღეს დავუდასტურეთ. დღეს დილად 14-მდე ტესტი გავაკეთეთ და მშობელს დაუდასტურდა, დანარჩენი ნეგატიური იყო“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 131 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ​კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის გადარიცხვა, არამედ უშუალოდ ჩავერთოთ საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში