მარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი სავარაუდოდ დღეს გაეწერება

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი სავარაუდოდ დღეს გაეწერება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს ალბათ დატოვებს საავადმყოფოს. დღის განმავლობაში კიდევ შეფასდება მისი მდგომარეობა. სავარაუდოდ, ის დატოვებს კლინიკას, მაგრამ კიდევ ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვითიზოლაციაში იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაში„იფქლის“ ყველა პროდუქტი დღეიდან სრულად შეფუთული გაიყიდება
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან – ეზუგბაია