მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განავლობაში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე თქმით, სამივე ადამიანის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„გუშინ დილას ამ პერიოდისთვის გვქონდა 408 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას დაგვემატა მხოლოდ სამი. გვაქვს 411 შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროებიდან და სვანეთის წყარო“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : კორონავირუსისგან დღეს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი ორი წლის ბავშვია
შემდეგი სტატიაყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა ცივი იარაღით დაჭრა არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი)