მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება, პაციენტები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება და ისინი კლინიკებში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი იმყოფება.

მათგან ორი კლინიკას გუშინ დაემატა.

„სამივე ახალი დადასტურებული არის თეთრიწყარო და არის საკარანტინო სივრციდან. ჩვენთან მოთავსდა გუშინ დილას ორი პაციენტი. ესენი ალბათ არა ამ სამიდან, წინა ცხრიდან არიან. ორი პაციენტი დაგვემატა. ორივე თეთრიწყაროდან არის, ორივე საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კი კლინიკა 87-მა განკურნებულმა დატოვა.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 311 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

„ახალი დადასტურებული სამი შემთხვევაა და სულ გვყავს 638 პაციენტი, გამოჯანმრთელებაც გაიზარდა, რვა დაგვემატა და ამ ეტაპზე არის 317. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, დღეისთვის 311 პაციენტი მკურნლობს კოვიდ-ცენტრებში“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაბათუმის კლინიკა „მედალფა“ კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა