მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინო სივრციდანაა

news
ავტ.: news ივნისი 5, 2020 10:50

მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინო სივრციდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინო სივრციდანაა.

„გუშინ დილის მონაცემებით გვყავდა 801 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ოთხი და გახდა 805. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 644, დაემატ ექვსი. ამჟამად არის 650, რაც დაახლოებით 81 პროცენტს შეადგენს. ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი არის ცნობილი წყარო, საბურთალოს წყარო, დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ხოლო ორი პაციენტი საკარანტინო სივრციდან დადასტურებული შემთხვევებია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

აღნიშნული პაციენტები სხვა კლინიკებში არიან მოთავსებულები.

მარინა ეზუგბაის თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში სულ 142 პაციენტი მკურნალობს.

news
ავტ.: news ივნისი 5, 2020 10:50

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics