მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს უკავშირდება, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ორი იმპორტირებულია, ხოლო ერთი ერთი სამედიცინო პერსონალია.

ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია, თუ რომელი კლინიკის თანამშრომელია ახალ ინფიცირებულებს შორის.

მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირებულების კვლავ 84 პროცენტია. 119 პაციენტი მკურნალობს კლავ კოვიდ-ცენტრებში. ოთხი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი გახლავთ საბურთალოს წყაროდან, დაავადებულთან კონტაქტირებული პირი, ორი არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა, კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის. 30 იანვრიდან დღედე, ანუ მეხუთე თვეა, ჩვენი ცენტრი რაც კოვიდინფიცირებულებთან და შესაძლო შემთხვევებთან მუშაობს, მედპერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშო კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს.

„სამი ახალი პაციენტი მივიღეთ გუშინ, მათ შორის ერთი არის საბურთალოს შემთხვევა, ერთი არის შემოტანილი, ხოლო ერთი მარნეულის შემთხვევა“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, კვლავ ერთი მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია.

„პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, კლვავ ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომაროება სტაბილურია, დინამიურად გაუმჯობესება გვაქვს და ალბათ მომდევნო დღეებში ისიც დატოვებს მძიმეთა სიას. დანარჩენი შემთხვევები არის საშუალო და მსუბუქი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიაში კორონავირუსის 32 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : არ უნდა მოვდუნდეთ, შეძენილი უნარ-ჩვევები გამოვიყენოთ და დაავადებისგან თავი დავიცვათ