მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. მისივე თქმით, ორივე პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და, ამ დროისთვის, 926-ს შეადგენს. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ახლა 791-ია.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 2819, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 15 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : საარჩევნო პროცესში პოლიტპატიმრით ​შესვლა ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგი, შესაძლოა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ აღიარონ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : ოპოზიცია ღიად უპირისპირდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს