მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

თბილისის ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი მათ ცენტრშია დადასტურებული.

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ცნობილია და ის ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„წყარო არის ეროვნული ბანკი. ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ჯამში 35 პაციენტია განკურნებული და ტესტირება კვლავ გრძელდება.

„გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა. აქედან ცხრა იყო განმეორებითი, აქედან ექვსი გამოჯანმრთელებული იყო. სამი იყო ისეთი, პირველად რომ უარყოფითია და ახლა ჩატარდება განმეორებითი ტესტირება. დანარჩენი ორი დადებითი ახალი შემთხვევა და 13 უარყოფითი გვქონდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდ19-ით სამი პაციენტია გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში 13 პაციენტიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საყურადღებო
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა დასტაბილურებულია