მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ხუთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

მისივე თქმით, აქედან სამი კლინიკებში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პაციენტები არიან.

„რაც შეხება ხუთ ახალ დადასტურებულ შემთხვევას, ყველას წყარო ცნობილია. სამი აქედან საკარანტინო სივრციდაანაა, გრძელდება მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თავად ინფექციურის მონაცემებს, ეზუგბაია ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს.

მისივე განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დამატებია.

გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო გუშინ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ჯამში ინფექციურს 79 განკურნებული პაციენტი ჰყავს, ქვეყნის მასშტაბით კი ეს რიცხვი 275-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიმეხანძრე-მაშველები ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნას მეორე დღეა განაგრძობენ
შემდეგი სტატიამარნეულში 303 მოქალაქე გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია