მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია

admin
ავტ.: admin ივლისი 13, 2020 11:27

მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 9-დან 5 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„ქვეყანაში დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავს, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

ჩვენს ცენტრში დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. 3-ვეს მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ, დანარჩენ პაციენტებთანაც არც შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

admin
ავტ.: admin ივლისი 13, 2020 11:27