მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, ათი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი საბურთალოს უკავშირდება, ხოლო კიდევ ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

news
ავტ.: news ივნისი 15, 2020 10:49

მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, ათი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი საბურთალოს უკავშირდება, ხოლო კიდევ ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდანაა, ერთი საბურთალოს უკავშირდება, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება.

„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გახდა 879. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია და ამჟამად არის სულ 704. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი. 15 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის სამედიცინო პერსონალი, ხუთი არის საკარანტინო სივრციდან, იმპორტირებული შემთხვევა, ხუთი გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ორის წყაროს მოძიება გრძელდება. ალბათ გამოვლინდება კონტაქტები. უცნობი წყაროს რაოდენობა სავარაუდოდ შემცირდება და კონტაქტების პირველწყარო ითქმება, ოღონდ ამას რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

news
ავტ.: news ივნისი 15, 2020 10:49

Google სტატისტიკა


12,693
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics