მარინა ეზუგბაია : ხელისუფლების ქმედებები ადეკვატურია, რასაც შედეგებიც აჩვენებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების კვლავ ზომიერი, კონტროლირებადი მატებაა, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ქმედებები სწორია.

ეზუგბაიას შეფასებით, არსებული რეგულაციები ამ ეტაპზე საკმარისია და ჯერჯერობით ზომების უფრო გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„ჩვენი მონაცმებით, რაც გვაქვს ქვეყანაში, ჩანს, რომ ჩვენი ქმედებები აბსოლუტურად ნორმალური და ადეკვატურია, კარგია.

ხელისუფლების ქმედებები, ანუ აღკვეთის ღონისძიებების გატარება არის შედეგების მაჩვენებელი, ჩვენ ქვეყანაში კვლავ გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება. ანუ, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ეს აღკვეთის ღონისძიებები და რეგულაციები, რაც შემოღებულია, ალბათ საკმარისია, კიდევ უფრო გამკაცრება ალბათ გაართულებს სიტუაციას.

ამ ეტაპზე შედეგების მიხედით თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია, ადეკვატურია,დაველოდოთ დინამიურ პროცესებს და შემდეგ ვისაუბროთ, რამდენად იქნება საჭირო კიდევ გამკაცრება, მოხსნა იქნება, თუ როგორ იქნება“ , – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ფაქტი გამოავლინა