მარინა ეზუგბაია : ინფიცირებული მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელზე მძიმეა

ინფექციური საავამდყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეების ჯამრთელობის მდგომარეობაზე, მისი განცხადებით ინფიცირებული პაცინეტების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ეზუგბაიას ვარაუდით, ასევე ამ ეტაპზე მოსალოდნელია, დაავადების პროგრესირება.

რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, რომელსაც გუშინ დაუდგინდა და კორონავირუსი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელზე მძიმეა.

„ერთი პაციენტის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ საშუალოზე მძიმეა, მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი და თუ ასე შენარჩუნდება, კარგი იქნება. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე, დადებითი ტესტირებით, ამათთან გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა კვლევები და შეფასება დინამიკაში, როგორ ვითარდება სიტუაცია. ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება და გამოვლენა, რაც შეეხება პირველ სამ პაციენტს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირაა ჩვენთან წევს, მათთან სტაბილური სიტუაციაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით დილით დამატებით ხუთი პაციენტის ანალიზია გამოკვლევისთვის აღებული, რომლის პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიმახათას მთაზე, მომხდარ ავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაჭელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა