მარინა ეზუგბაია : ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში, მათი ცენტრიდან კიდე 3 გამოჯანმრთელებული ადამიანი გაეწერა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფექციურ საავადმყოფოს ოთხი პაციენტი შეემატა. ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. მათგან 2- თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 2 – ბოლნისიდან. ჯამში, საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 43 პირი მკურნალობს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი საავადმყოფოდან კიდე 3 გამოჯანმრთელებული ადამიანი გაეწერა. ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოს 65 გაწერილი პაციენტი ჰყავს” – აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიაCOVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკომუნიკაციო სტრატეგია შემუშავდა