მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამ დროისთვის ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

„მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, სამი მძიმე პაციენტის, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვახსენებდით, მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. შესაძლებელია, მათ მდგომარეობაზე ვილაპარკოთ, როგორც საშუალოზე მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა და ძალიან მცირე ნაწილი მსუბუქი სიმძიმით მიმდინარე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილის კლინიკაში კიდევ ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან