მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი გყავს და სამივეს წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ჰყავთ.

როგორც მარიან ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალი პაციენტები ერთი ოჯახის სამი წევრია და მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.

„გუშინ როგორც თქვენთვის ცნობილია, იყო 652 დადასტურებული შემთხვევა. შემოგვემატა 19 ახალი დადასტურებული. გამოჯანმრთელებული იყო 383 და ამჟამად არის 393. ამ მონაცემების გათვალისწინებით კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს. ეს ახალი დადასტურებული 19 პაციენტის ყველა ცნობილი წყაროა, თუმცა 17 აქედან არის ბოლნისი და ორი სოფელია ძირითადად გეტა და მუშევანი. ორი შემთხვევა კი ერთი არის მედპერსონალი და ერთი არის საკარანტინო სივრციდან პაციენტი, ანუ წყარო ყველასი ცნობილია. დაინფიცირებული მედპერსონალი საიდან არის ზუსტად არ ვიცი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში არის ერთი კრიტიკული პაციენტი, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეისთვის ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : მისასალმებელია, რომ ქართულმა ბიზნესმა სადეზინფექციო ხსნარების გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით სწრაფად უპასუხა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : „დარჩი სახლში“, ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ თუ არ დარჩებით, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინეთ